სოფლის ღელვისგან აღტაცებულმან,
გადავსცდი მცნებას, ვცოდე, მამაო!
და ვაი! დღეს სცნო ბოროტმა სულმან
სოფელი ესე ცრუ და ამაო!

ვგრძნობ, სახიერო! ეს ბოროტება 
გამოუთქმელი და საშინელი,
თუმც სხვათ ბოროტთა აღემატება,
მაგრამ შენდობას მაინც მოველი!


როდესაც გაჭირვებული
კისრულობს სხვისა მონებას,
რომ არ დაეცეს, უფალო, 
ნუ გამოულევ გონებას . . .

უღირსი როცა შეიძენს
შემთხვევით ყოფა–ქონებას,
რომ არ გაბრივდეს, უფალო,
ნუ დაუკარგავ გონებას!..

როდესაც ქალი კეკლუცი
ხელს მიჰყოფს თავმოწონებას,
რომ არ გაფუჭდეს პრანჭვითა,
ნუ დაუმონებ გონებას!






მარიამ იაკობისა,
მარიამ მაგდალინელი
და მასთან ერთად სალომე,
ქრისტეს საფლავის მძებნელი

მოსულან ნელსაცხელითა,
რათა სცხონ გვამსა დიდებულს,
მაგრამ შემკრთალან, რომ ხედვენ
დიდ ლოდსა გადაგორებულს.

მკვდარი არსად სჩანს!.. და მარჯვნივ
ჭაბუკი ვინმე მდგომარე,
სპეტაკი შესამოსლითა
ნათლითა მოსხივცისკარე.




ნუ გეწყინებათ მოხუცისაგან
ნურცა ვედრება და ნურც ყვედრება,
ვისიც ხანმოკლე წუთისოფელი
 თვალ და ხელს შუა თანდათან ქრება

ენა რომ გყვედრისთ, გული სხვასა გრძნობს
მამობრივი რამ დაფარულია!
და ვინ გამოსცნოს, თუ აქ თქვენდამი
რა უსაზომო სიყვარულია?!

პირმოთნეობა და მლიქვნელობა,
სასმენლად ტკბილი, თქმად ადვილია,
მაგრამ ვინც გიყვარს, მასთან ტყუილი
რა საკადრისი და რა შვილია?!

გული მიდნება!.. მომეცით ნება
გამხილოთ ყველას თქვენ თქვენი ნაკლი
და მერე გინდა კიდეც დამქოლოთ,
აღარ დავეძებ... არას ვინაღვლი!

რა ხარ, ქართველო შენ დღევანდელო,
რომ ძლივს დაღოღავ, ვით ცოცხალ–მკვდარი?
სამოწყალოზე გაგიშვერია
ხელი და დახვალ სხვის მათხოვარი!..

ის მიწა–წყალი და ის სიმდიდრე,
რომ გიანდერძეს შენ წინაპრებმა
და ის, რომელიც ძალმომრეობით
ვერ ჩამოართვეს გარეშე მტრებმა,

დღეს სადღა არის? ასე ადვილად
რისთვის ჩაუგდეთ უცხოელს ხელში,
უბოდიშოდ და შეუბრალებლად
რომ ხელს გიჭერენ უშიშრად ყელში?..





მათ ეუბნება: ,,რად შეკრთით?
ანგელოზი ვარ მე მცველი.
აწ გიხაროდენ: ზე ადგა
იესო ნაზარეველი!“

მენელსაცხებლეთ აევსოთ
სიხარულითა მყის გული
და მიახარეს ქვეყანას:
,,აღდგაო მკვდრეთით ჯვარცმული!

აღდგა, ვინც სისხლი დაჰთხია
ახალი რჯულის დვრიტადო!“
ცა და ქვეყანაც პასუხად
იძახის: ,,ჭეშმარიტადო!“
                                           1894
ქრისტე აღსდგა
აღარც ნუგეში! აღარც იმედი!..
სულის და ხორცის გამქრალა ძალა,
და რაღა არის ეხლა ქართველი?
– მონა საბრალო და მაწანწალა!

გაწვრთნილი სხვების ნება სურვილზე, 
როგორც პირუტყვი რამე ოთხფეხა
დამვიწყებელი თავისი წარსულის
მხოლოდ მონობით  თავისა მკვეხი!

აბა სადღაა დღეს ის ქართველი,
სამშობლოსათვის რომ თავსა სდებდა,
და, სულთამბრძოლი, უკანასკნელად
საშვილიშვილოს ღმერთს ავედრებდა?

ან ის დედები, სულით მტრედები
შვილებს რომ ზრდიდნენ მსხვერპლად, ზვარაკად,
და დღეს მხოლოდ კი მათი სახელი
ჩვენ დაგვრჩენია ზღაპრად?.. არაკად?..

აჩანს, სიზარმაცე და გულგრილობა
შავ–ბედს ქართველზე დაუკვესია
და აღარ დგება იმისთვის ქრისტე,
არ მოვლენილა მისთვის მესია!..

კმარა ამდენი პირმოთნეობა!..
თავისი თავის მხოლოდ ფრხილება!..
და, მაშ, ნუღა გწყინსთ მოხუცისაგან
დაუფარავად ნაკლის მხილება.
                                                      1910 

ახალგაზრდებს

რადგან ზეცავ, შენ, აჰა, მოგმართე,
ამაოდ ნუ ჰყოფ ჩემს სინანულსა!
კეთილისათვის გზა წარმიმართე,
ძალ–მეც, ვსთრგუნვიდე ბოროტსა სულსა!

შენანებულს შენ არ მოიძაგებ,
ნუგეში ამით მე მემატება!
და სულგრძელებას შენსას ვადიდებ,
ოდეს მეზვერე გამახსენდება.
                                                 1859, 22 მკათათვე, პეტერბურგი
ცოდვილის სინანული
აკაკი წერეთელი
როდესაც ვკრეფავთ კოკობ–ვარდს
და ვსცდილობთ ზედ დაკონებას
რომ იქ ეკალსაც ვხედავდეთ
ნუ დაგვიბნელებ გონებას!

ყველას, ყოველთვის, ყოველგან
ნუ გამოულევ გონებას
რომ მხოლოდ სიბრძნე–სიმართლით
სცდილობდეს შენსა მონებას.
                                                  1893
მცირე ლოცვა